Accessibility links

logo-print

ამერიკელი ჟურნალისტის დანიელ პერლის მკვლელობა


ამერიკელი ჟურნალისტის დანიელ პერლის მკვლელობა არ დარჩება დაუსჯელი-განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა

ამერიკელი ჟურნალისტის დანიელ პერლის მკვლელობა არ დარჩება დაუსჯელი-განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა
და თან დასძინა, რომ ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო განამტკიცა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება – ბოლო მოუღოს ტერორიზმს. ოფიციალური განცხადება გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტის დაღუპვის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და პაკისტანის მთავრობამ გამოაქვეყნეს. 38-წლის დანიელ პერლი 23 იანვარს გაიტაცეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ისლამისტმა ექსტრემისტებმა. გუშინ, ამერიკის საკონსულომ კარაჩიში მიიღო ვიდეოფირი, რომელზეც გადაღებულია – როგორ მოკლეს პერლი. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა უბრძანა უშიშროების ძალებს -–რადაც არ უნდა დაუჯდეთ ნახონ და დააპატიმრონ დანიელ პერლის მკვლელები. პრესის ეროვნულ ფონდში მისულმა 1500-დე ჟურნალისტმა, ვაშინგტონში, პატივი მიაგო დაღუპული კოლეგის ხსოვნას. დანიელ პერლის ფეხმძიმე ქვრივი – ბავშვს ელოდება. პერლის მკვლელობამ აღშფოთება გამოიწვია მთელს მსოფლიოში. პარიზში დაფუძნებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” განაცხადა, რომ პაკისტანში მომხდარმა ტრაგედიამ უდიდესი საფრთხე შეუქმნა პრესის თავისუფლებას. გაზეთ ”უოლ სტიტ ჯორნალის” მთავარმა რედაქტორმა პოლ სტაიგერმა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედებმა პაკისტანელ ხალხს მიაყენეს ჩრდილი. გაეროსა და ევროკავშირის ლიდერებმა ღრმა სამძიმარი გამოუთქვეს პერლის ოჯახსა და შეერთებული შტატების მთავრობას.
XS
SM
MD
LG