Accessibility links

logo-print

რუსეთის ჯარი ფართო მასშტაბიან საგანგებო


რუსეთის ჯარი ფართო მასშტაბიან საგანგებო ოპერაციას ატარებს ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ სერნოვოდსკში.

რუსეთის ჯარი ფართო მასშტაბიან საგანგებო ოპერაციას ატარებს ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ სერნოვოდსკში.
როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გუშინ ამ სოფელში, ნაღმზე, ფედერალური ჯარის ავტომანქანა აფეთქდა და სამი მლიციელი დაიჭრა. დღესვე, მოსახლეობამ შალის რაიონის სოფელ ავტურში ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა მოაქცია ალყაში და გზები ჩახერგა. ისინი ახსნა-განმარტებას მოითხოვენ სამშაბათს მათი 4 თანასოფლელის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. გროზნოს საქარხნო რაიონში მილიციელი და 26-წლის ადგილობრივი მკვიდრია მოკლული. მათი გვამები მიტოვებულ ავტომანქანაში ნახეს დღეს.
XS
SM
MD
LG