Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ჯინჯიჩმა განაცხადა


სერბიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ჯინჯიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი არ გადასცემს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს ბოსნიელ სერბთა ყოფილ სამხედრო ლიდერს რატკო მლადიჩს.

სერბიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ჯინჯიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი არ გადასცემს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს ბოსნიელ სერბთა ყოფილ სამხედრო ლიდერს რატკო მლადიჩს.
გერმანიის ჟურნალ ”შპიგელისათვის” მიცემულ ინტერვიუში ჯინჯიჩმა თქვა, რომ მლადიჩის გაცემამ შესაძლოა სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. მისივე თქმით, იუგოსლავიაში დღეს ბოსნიიდან ჩასული 2000-დე სერბი ლტოლვილი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი – შეიარაღებულია. ჰააგის ტრიბუნალმა სამხედრო დანაშაულის ოფიციალური ბრალდება წაუყენა მლადიჩს. გენერალ მლადიჩს, ქალაქ სრებრენიცაში 1995 წელს, ათასობით ბოსნიელი მაჰმადიანის დახოცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
XS
SM
MD
LG