Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერის, აიატოლა ალი


ირანის უზენაესი ლიდერის, აიატოლა ალი ხამენეის უფროსმა მრჩეველმა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ დღეს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის, ყველაზე დიდ მეტოქეებად აქცია მაჰმადიანები.

ირანის უზენაესი ლიდერის, აიატოლა ალი ხამენეის უფროსმა მრჩეველმა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ დღეს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის, ყველაზე დიდ მეტოქეებად აქცია მაჰმადიანები.
მორწმუნეთა წინაშე გამოსვლისას რელიგიური დღესასწაულის ”ეიდ ალ-ადჰას” დაწყებასთან დაკავშირებით, რაფსანჯანიმ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა კაცობრიობის მსხნელის მისია იკისრა, რაც ჰუმანისტური პრინციპების დამახინჯებაა. რაფსანჯანი ირანის ყოფილი პრეზიდენტია, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს არაარჩევით საგანგებო საბჭოს, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ პოლიტიკას უწევს კოორდინირებას. ირანელმა რეფორმისტებმა და კონსერვატორებმა დაივიწყეს მათ შორის არსებული ყველა უთანხმოება და ერთხმად გამოთქვეს აღშფოთება იმის გამო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ”ბოროტების ღერძს” მიაკუთვნა ირანი ერაყთანა და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად.
XS
SM
MD
LG