Accessibility links

logo-print

ამერიკის 160-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ფილიპინებშია


ამერიკის 160-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ფილიპინებშია მთლიანად განთავსებული- განაცხადა ამ ქვეყნის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა

ამერიკის 160-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ფილიპინებშია მთლიანად განთავსებული- განაცხადა ამ ქვეყნის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა
შეერთებული შტატების საგანგებო ქვედანაყოფი ისლამისტური დაჯგუფების ”აბუ საიაფის” წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში დაეხმარება ფილიპინების ჯარს. ამერიკელებმა, ამასთანავე უნდა გაათავისუფლონ ექსტრემისტების მიერ გატაცებული სამი მძევალი – 2 ამერიკელი და ერთი ფილიპინელი ქალი. ამასობაში, ფილიპინების სამხრეთ სანაპიროსთან, სადაც ამერიკის სამხედრო შვეულმფრენი პარასკევს ზღვაში ჩავარდა, მაშველები განაგრძობენ დაღუპულთა გვამების ძებნას. ჯერჯერობით მხოლოდ სამი სამხედრო მოსამსახურის გვამები ნახეს; 7 ადამიანი –უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
XS
SM
MD
LG