Accessibility links

logo-print

ხორვატიის პრეზიდენტმა სტიპე მესიჩმა განაცხადა


ხორვატიის პრეზიდენტმა სტიპე მესიჩმა განაცხადა, რომ მზადაა, თუ საჭირო გახდა, ჩვენებები მისცეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს,

ხორვატიის პრეზიდენტმა სტიპე მესიჩმა განაცხადა, რომ მზადაა, თუ საჭირო გახდა, ჩვენებები მისცეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს,
რომელიც სლობოდან მილოშევიჩს ასამართლებს. მესიჩის თქმით, მან უკვე უპასუხა გამომძიებელთა შეკითხვებს, როცა ისინი მილოშევიჩის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნას ამზადებდნენ. სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე, მილოშევიჩმა სეპარატიზმსა და 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის ხელშეწყობაში დაადანაშაულა მესიჩი, როცა ეს უკანასკნელი იუგოსლავიის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შედიოდა. ჯერჯერობით მესიჩი არ შედის იმ მოწმეთა სიაში, რომლებიც ჰააგაში მიმდინარე პროცესზე არიან მიწვეული ჩვენებების მისაცემად.
XS
SM
MD
LG