Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობამ დღეს პალესტინელთა თვითმმართველობის


ისრაელის მთავრობამ დღეს პალესტინელთა თვითმმართველობის თავმჯდომარის იასირ არაფატის გადაადგილების აკრძალვა შეამსუბუქა და არაფატს ქალაქს შიგნით მოძრაობის ნება მისცეს,

ისრაელის მთავრობამ დღეს პალესტინელთა თვითმმართველობის თავმჯდომარის იასირ არაფატის გადაადგილების აკრძალვა შეამსუბუქა და არაფატს ქალაქს შიგნით მოძრაობის ნება მისცეს,
მაგრამ რამალას, ქალაქის, სადაც ის დეკემბრის შემდეგ არის გამომწყვდეული, დატოვების უფლება მას კვლავ არ აქვს. ისრაელი აცხადებს, რომ გააუქმებს არაფატის პატიმრობას მხოლოდ მაშინ, როცა პალესტინელები მას გადასცემენ ტურიზმის მინისტრის მკლელებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს პალესტინელებმა და რაზე პასუხიც არაფატის რეჟიმის შემსუბუქება იყო.
პალესტინელთა წარმომადგენელმა ისრაელის გადაწყვეტილება მიუღებლად მიიჩნია. არაფატის თანაშემწემ ნაბილ აბუ რუდეინამ თქვა, რომ ისრაელთან ყოველგვარი შეხვედრები გაუქმდა.
XS
SM
MD
LG