Accessibility links

logo-print

დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა


დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ.

დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ.
ნუგზარ საჯაია რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11.30 საათზე მიიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ჭრილობა მას თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. გავრცელებული ცნობების თანახმად, საჯაიამ დილით წაიკითხა პრესაში მის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები, რაც, შესაძლოა, თვითმკვლელობის საბაბი გახდა. ნუგზარ საჯაია 60 წლის იყო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად იგი 1995 წლიდან მუშაობდა.
XS
SM
MD
LG