Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას აზრით, უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა იყო პროტესტი “იმ სიბინძურისა და ამაზრზენი წესისადმი”,

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას აზრით, უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა იყო პროტესტი “იმ სიბინძურისა და ამაზრზენი წესისადმი”,
რომელიც ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა. როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ადამიანს შეიძლება დააბრალო ტერორისტობა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ნებისმიერი გზა გამოიყენო. ზურაბ ჟვანიას აზრით, საჯაიას თვითმკვლელობა მძიმე დარტყმაა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისთვის, რადგან უშიშროების საბჭოს მდივანი მისი განსაკუთრებული დასაყრდენი იყო.
XS
SM
MD
LG