Accessibility links

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის


საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორის, ხავიერ სოლანას აზრით,

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორის, ხავიერ სოლანას აზრით,
ისრაელმა რაც შეიძლება მალე უნდა მისცეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს, იასირ არაფატს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შიმონ პერესთან შეხვედრის შემდეგ სოლანამ განაცხადა, რომ არაფატს გადაადგილების სრული თავისუფლება უნდა მიეცეს. [ხავიერ სოლანას ხმა] “ჩემი აზრით, არაფატს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს, გადაადგილების სრული თავისუფლება. არა მგონია, სწორი იყოს მისთვის გადაადგილების ნაწილობრივი თავისუფლების მინიჭება. იგი სრული თავისუფლებით უნდა სარგებლობდეს. ეს მნიშვნელოვანია მისთვისაც და იმისთვისაც, რომ მან თავისი საქმის კეთება შეძლოს. ჩემი ფიქრით, რაც უფრო მალე მიიღებს იგი გადაადგილების თავისუფლებას, მით უკეთესია.” დღეს დილით ისრაელის ტანკები გავიდნენ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალადან, სადაც ისინი დეკემბრიდან იმყოფებოდნენ. ისრაელ სამხედროთა განცხადებით, არაფატს ახლა უფლება ეძლევა, თავისი საცხოვრებელი დატოვოს, თუმცა ქალაქიდან გასვლის ნება ჯერ არა აქვს.
XS
SM
MD
LG