Accessibility links

logo-print

ქაბულში დასავლეთის ქვეყნების ოფიცრებმა დღეს


ქაბულში დასავლეთის ქვეყნების ოფიცრებმა დღეს პირველი მეცადინეობა ჩაუტარეს ავღანეთის რეგულარული არმიის პირველ შენაერთს.

ქაბულში დასავლეთის ქვეყნების ოფიცრებმა დღეს პირველი მეცადინეობა ჩაუტარეს ავღანეთის რეგულარული არმიის პირველ შენაერთს.
სამხედროების მომზადებას ახორციელებენ ბრიტანელი, თურქი, იტალიელი, ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები. სასწავლო აღჭურვილობა შეერთებულმა შტატებმა გამოყო. სწავლების კურსის დამთავრების შემდეგ 600 ახალწვეულიდან ავღანეთის გვარდიის პირველი ბატალიონი ჩამოყალიბდება. მასში ავღანეთის ყველა ეთნიკური ჯგუფისა და პროვინციის წარმომადგენლები შევლენ. რეგულარული არმიის შექმნა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
XS
SM
MD
LG