Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭომ მკაცრად დაგმო იუგოსლავიის


ევროპის საბჭომ მკაცრად დაგმო იუგოსლავიის ხელისუფალთა გადაწყვეტილება, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს არ გადასცეს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები.

ევროპის საბჭომ მკაცრად დაგმო იუგოსლავიის ხელისუფალთა გადაწყვეტილება, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს არ გადასცეს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები.
ევროსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობა იუგოსლავიის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. ევროპის საბჭო იუგოსლავიას აფრთხილებს, რომ უარს ეტყვის თავის რიგებში მიღებაზე. განცხადების საბაბად იქცა სერბიის პრემიერ-მინისტრის, ზორან ჯინჯიჩის ინტერვიუ, რომელიც გერმანიის ყოველკვირეულ “შპიგელში” გამოქვეყნდა. ინტერვიუში ჯინჯიჩი აცხადებს, რომ ვერ გასცემს განკარგულებას გენერალ რატკო მლადიჩის დაპატიმრების შესახებ, რადგან ამას იუგოსლავიაში სამოქალაქო ომი მოჰყვებოდა. ბალკანეთის ომის დროს მლადიჩი ბოსნიელ სერბთა არმიას ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG