Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, რწმენა გამოთქვა, რომ პაკისტანის ხელისუფლება დააკავებს ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის მკვლელებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, რწმენა გამოთქვა, რომ პაკისტანის ხელისუფლება დააკავებს ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის მკვლელებს.
როგორც ბუშმა კორესპონდენტებს აუწყა, ახლახან იგი ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის პრეზიდენტს, ფერვეზ მუშარაფს, რომლის თქმით, იგი ყოველ ღონეს იხმარს მკვლელების დასაპატიმრებლად და დასასჯელად. დღესვე დენიელ პერლის გატაცებასა და მკვლელობაში მთავარმა ეჭვმიტანილმა, აჰმად ომარ საიდ შეიჰმა, სასამართლოს განუცხადა, რომ პოლიციამ მას აღიარება გამოსძალა. ისლამისტმა ექსტრემისტმა, ბრიტანეთში დაბადებულმა აჰმად ომარ საიდ შეიჰმა, ამ ორიოდე კვირის წინათ აღიარა, რომ “უოლ სტრიტ ჯორნელის” კორესპონდენტის გატაცება მოაწყო, მაგრამ დღეს განაცხადა, რომ ამ აღიარებაზე მას პოლიციამ ძალით მოაწერინა ხელი. დღესვე სასამართლომ შეიჰ ომარს კიდევ ორი კვირით გაუგრძელა პატიმრობაში ყოფნის ვადა. პოლიციას იმედი აქვს, რომ ამ ხნის მანძილზე იგი დენიელ პერლის გვამის პოვნას შეძლებს. პერლი 23 იანვარს, კარაჩიში გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG