Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ისრაელის და პალესტინეოლთა უშიშროების


დღეს ისრაელის და პალესტინეოლთა უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებმა განაახლეს ორი დღის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკება.

დღეს ისრაელის და პალესტინეოლთა უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებმა განაახლეს ორი დღის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკება.


სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსი უჭერს მხარს საუდის არაბეთის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიიდან ისრაელის ჯარის გაყვანას და არაბულ ქვეყნების მიერ ისრაელის აღიარებას გულისხმობს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ არაბები მიიღებენ ამ წინადადებას.
პარიზში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერესმა თქვა: “მიუხედავად არსებული სიტუაციისა, რომელიც ერთობ რთულია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუკეთესო შანსი გვაქვს პალესტინელებსა და ჩვენს შორის. ვფიქრობ, საუდის არაბეთის წინადადება დადებითი ხასიათისაა.”
იქვე პერესმა თქვა, რომ ისრაელი არ დაუბრუნდება თავის 1967 წლამდელ საზღვრებს.
საუდის არაბეთის ინიციატივას მთლიანად მიემხრო იასირ არაფატიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა თქვა, რომ მოსკოვი გეგმას ემხრობა.
XS
SM
MD
LG