Accessibility links

logo-print

ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანელი


ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანელი საველე მეთაური გულბუდინ ჰექმათიარი, მას მერე, რაც მას უთხრეს დაეტიოვებინა ქვეყანა, უკვალოდ გაქრა.

ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანელი საველე მეთაური გულბუდინ ჰექმათიარი, მას მერე, რაც მას უთხრეს დაეტიოვებინა ქვეყანა, უკვალოდ გაქრა.
რამდენიმე დღის წინ ჰექმათიარის ბიურო ირანში დაუხურეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ჰექმათიარი სამხედრო დამნაშავეა და თუკი ავღანეთში ჩავა, მას სასამართლო ემუქრება.
ჰექმათიარი ანტისაბჭოურ – მოჯაჰედების - მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი იყო და თალიბების გამარჯვების შემდეგ ირანში გადავიდა. ის კარზაის მთავრობას არ ემხრობა, აცხადებს რა, რომ კარზაი ვაშინგტონზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG