Accessibility links

საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, იქ


საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, იქ ამერიკის ხუთი სამხედრო ექსპერტის ჩასვლა არ ნიშნავს იმას,

საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, იქ ამერიკის ხუთი სამხედრო ექსპერტის ჩასვლა არ ნიშნავს იმას,
რომ საქართველო და შეერთებული შტატები რეგიონში ერთობლივ ანტიტერორისტულ ოპერაციებს გეგმავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა მირიან კიკნაძემ დაადასტურა, რომ ქვეყანაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ხუთი წარმომადგენელი იმყოფება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს სამხედროთა კონსულტაციისთვის. კიკნაძის თქმით, არ არსებობს რაიმე გეგმა რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შეყვანის თაობაზე. ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის ოფიციალურ პირთა მიერ გავრცელებული ცნობები, რომ პანკისის ხეობას შესაძლოა თავს აფარებდნენ ოსამა ბინ ლადენის თანამებრძოლები.
XS
SM
MD
LG