Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების რადიომაუწყებლობის მმართველთა საბჭოს


შეერთებული შტატების რადიომაუწყებლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ მარკ ნათანსონმა განაცხადა,

შეერთებული შტატების რადიომაუწყებლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ მარკ ნათანსონმა განაცხადა,
რომ ჩეჩნეთთან დაკავშირებით მომხდარ ”ახალ გართულებათა” გამო ხსენებულმა საბჭომ გადაწყვიტა, დააყოვნოს ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონისთვის ”რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” პროგრამით დაგეგმილი გადაცემები. თუმცა, ჩვენი კორესპონდენტისათვის მოცემულ ინტერვიუში ნათანსონმა აღნიშნა, რომ მმართველთა საბჭო აქტიური მომხრეა ამ ახალი რადიოგადაცემების დაწყებისა და იმედოვნებს, რომ ეს ხანმოკლე დაყოვნების შემდეგ მოხდება. [ნათანსონის ხმა] ”ჩვენი საბჭო ბუშის ადმინისტრაციას შეხვდა. ადმინისტრაციამ წარმოადგინა ახალი ფაქტები ჩეჩნეთთან დაკავშირებით ვითარების გართულების შესახებ, და საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადაცემების დაწყებამდე მიზანშეწონილი იქნება
დაცდა, როგორ დამთავრდება ეს გართულება. ჩვენც ასე გადავწყვიტეთ. თუმცაღა მთლიანობაში, საბჭო მომხრეა ამ გადაცემების დაწყებისა, და ჩვენ დროებით შევაჩერეთ ეს, ვიდრე არ გაირკვევა ვითარება”. ნატანსონმა დასძინა მხოლოდ, რომ ხსენებული ”გართულება” უშიშროების საკითხებს ეხება.
XS
SM
MD
LG