Accessibility links

ჰააგაში გრძელდება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის


ჰააგაში გრძელდება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.

ჰააგაში გრძელდება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.
ექს-პრეზიდენტი გამოვიდა მოთხოვნით, გაათავისუფლონ იგი პატიმრობიდან, რათა უკეთ მოახერხოს თავის დასაცავად მომზადება. იგი თავად იცავს თავს. ბრალდებულმა დაიჩივლა, რომ მასთან არ მუშაობს ტელეფონი და განაცხადა, რომ მოკლებულია ბრალმდებელ მხარესთან თანაბარ პირობებს სასამართლო სხდომებისთვის მოსამზადებლად. მილოშევიჩს, რომლის საქმესაც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი განიხილავს, ბრალად ედება სამხედრო დანაშაული, გენოციდი და კაცობრიობის წინაშე დანაშაული ბალკანეთზე 1990-იანი წლების კონფლიქტების პერიოდში. თუკი იუგოსლავიის ყოფილ ლიდერს ბრალდებულად სცნობენ მის წინააღმდეგ აღძრული 66 ბრალდებიდან თუნდაც ერთის მიხედვით, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG