Accessibility links

logo-print

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ოთხშაბათს დააკმაყოფილა


მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ოთხშაბათს დააკმაყოფილა ყოფილი ქართველი დიპლომატის გიორგი მახარაძის ვადამდე პირობითი გათავისუფლების შუამდგომლობა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ოთხშაბათს დააკმაყოფილა ყოფილი ქართველი დიპლომატის გიორგი მახარაძის ვადამდე პირობითი გათავისუფლების შუამდგომლობა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა მახარაძის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ორი კვირის წინ შეიტანა სასამართლოში 163 პარლამენტარისა და სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის შუამდგომლობებთან ერთად. გიორგი მახარაძე სამხრეთ კაროლინის შტატში გაასამართლეს 1997 წელს მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, რასაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG