Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს


თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციებში რუსეთის გარდა, დსთ-ს სხვა სახელმწიფოებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციებში რუსეთის გარდა, დსთ-ს სხვა სახელმწიფოებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან რუსეთის მასმედიაზე დაყრდნობით იტყობინება, სერგეი ივანოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს მინისტრთა საბჭოს ოთხშაბათის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, სხდომაზე, ასევე, სამშვიდობო ძალების სარდლობის საკითხზეც იმსჯელეს. სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტის პერიოდში 88 რუსი სამშვიდობო დაიღუპა.
XS
SM
MD
LG