Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი თვლის, რომ საქართველოში ამერიკელ სამხედროთა გაგზავნა მხოლოდ რეგიონში არსებულ სიტუაციას გაართულებს, -

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი თვლის, რომ საქართველოში ამერიკელ სამხედროთა გაგზავნა მხოლოდ რეგიონში არსებულ სიტუაციას გაართულებს, -
იტყობინება პრაიმ-ნიუსის საკუთარი კორესპონდენტი მოსკოვიდან. როგორც იგორ ივანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია აღნიშნულის გარეშე რეგიონში შექმნილ ისედაც რთულ ვითარებაზე. საქართველოში აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეთა გაგზავნის შესახებ რუსეთის რიგი მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციების კომენტირებისას, მან აღნიშნა, რომ ,,მოსკოვის ზემოხსენებული პოზიცია ვაშინგტონისათვის კარგადაა ცნობილი”. მისი თქმით, რუსეთმა ,,არაერთგზის შესთავაზა თბილისს ერთობლივი ძალისხმევით ტერორისტული საფრთხის აღმოფხვრის თაობაზე”. ,,ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რუსეთისთვის და კავკასიის სტაბილურობისთვისაც”, - აცხადებს მინისტრი. ”მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ,,მეგობარ ქართველ ხალხს ყოველივე აუცილებელი თანადგომა აღმოუჩინოს ტერორისტულ საშიშროებასთან დაკავშირებით, რათა ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე კავკასიაში მშვიდობიანი ცხოვრების ერთობლივი მშენებლობა განხორციელდეს”, - აღნიშნა მან.
XS
SM
MD
LG