Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიისპირა სახელმწიფოები მიესალმნენ ნატოს წინადადებებს


ბალტიისპირა სახელმწიფოები მიესალმნენ ნატოს წინადადებებს რუსეთთან თანამშრომლობის განვითარების თაობაზე.

ბალტიისპირა სახელმწიფოები მიესალმნენ ნატოს წინადადებებს რუსეთთან თანამშრომლობის განვითარების თაობაზე.
ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა წამოაყენა წინადადება, რომ შეიქმნას ახალი ერთობლივი სტრუქტურა, რომელიც შეათანხმებს მხარეების პოზიციებსა და მოქმედებებს ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში და მასობრივი განადგურების იარაღის თაობაზე ინფორმაციის გაცვლის სფეროში. ნატოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ნიკოლას ბერნსმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება ვილნიუსში, განაცხადა, რომ ახალი ორგანიზაცია შეიძლება სათათბიროდ თვეში ერთხელ შეიკრიბოს ხოლმე. რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წინადადების კომენტარი.
XS
SM
MD
LG