Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ინდოეთში, გუჯარათის შტატში სულ


დღეს ინდოეთში, გუჯარათის შტატში სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო მატარებელზე ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად.

დღეს ინდოეთში, გუჯარათის შტატში სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო მატარებელზე ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მუსულმანები თავს დაესხნენ მატარებელს, რომელშიც მგზავრობდნენ ორთოდოქსი ინდუისტების დაჯგუფების წარმომადგენლები. ისინი მიემგზავრებოდნენ ქალაქ აიოდჰიაში, რათა მხარი დაეჭირათ თავიანთი ერთმორწმუნეებისთვის, რომლებიც იქაური მეჩეთის ნანგრევებზე ინდუისტური ტაძრის აშენებას სთხოვენ ხელისუფლებას. ინდუისტებსა და მუსულმანებს შორის შეტაკების შედეგად მატარებელში ხანძარი გაჩნდა. მისი ჩაქრობის შემდეგ უახლოეს სადგურზე ინდუისტების ბრბო მუსულმანების კვარტალს დაესხა თავს. წამოწყებულ ჩხუბში სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG