Accessibility links

ნატომ დღეს აღიარა, რომ ხელი


ნატომ დღეს აღიარა, რომ ხელი მოეცარა სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი რადოვან კარაჯიჩის შეპყრობის მცდელობისას.

ნატომ დღეს აღიარა, რომ ხელი მოეცარა სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი რადოვან კარაჯიჩის შეპყრობის მცდელობისას.
როგორც ნატოს პრესმდივანმა, მარკ ლეიტიმ ბრუსელიდან უთხრა ჩვენს რადიოს, ბოსნიაში ნატოს მასტაბილიზებელმა ჯარმა ვერ მიაკვლია კარაჯიჩს: [ლეიტის ხმა] ”დავიწყეთ ოპერაცია რადოვან კარაჯიჩის მისაკვლევად და დასაპატიმრებლად. ხელთ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკაში, ქალაქ ჩელებიჩის მახლობლად იმყოფებოდა, მაგრამ როცა ოპერაცია დავიწყეთ, კარაჯიჩი, სამწუხაროდ, იქ არ აღმოჩნდა. ასე რომ, მისი შეპყრობა ვერ მოხერხდა.” იუგოსლავიის საგარეო საქმეთა მინისტრ, გორან სვილანოვიჩის აზრით, კარაჯიჩის შეპყრობა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა. მაგრამ ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მლადენ იანიჩმა მიუღებელი უწოდა ნატოს მიერ ოპერაციის წამოწყებას მანამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე. რადოვან კარაჯიჩი ბოსნიელ სერბთა ყოფილი, ბოსნიის ომის პერიოდის ლიდერია.
XS
SM
MD
LG