Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა დააზუსტეს


სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა დააზუსტეს მოთხოვნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე საუდის არაბეთის სამშვიდობო ინიციატივას უკავშირდება.

სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა დააზუსტეს მოთხოვნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე საუდის არაბეთის სამშვიდობო ინიციატივას უკავშირდება.
ინიციატივა ითვალისწინებს ისრაელის გასვლას პალესტინელების ტერიტორიებიდან, არაბული სახელმწიფოების მიერ ისრაელის აღიარების სანაცვლოდ. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ესპანეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა მოითხოვეს ისრაელის ჯარების უკან დახევა, დასახლებების მშენებლობის შეწყვეტა, და პალესტინელთა ლიდერ, იასირ არაფატის წინააღმდეგ მიმართული ყველა შეზღუდვის გაუქმება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ ამავე სამშვიდობო ინიციატივაზე ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნის მუბარაქთან მოლაპარაკების შემდეგ, ინიციატივის განხილვა ამანში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრაზე გააგრძელა. როგორც სოლანამ დღეს ქაიროში განაცხადა: [სოლანას ხმა] ”ევროკავშირი მხარს უჭერს ასეთ იდეებს, ინიციატივებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის დამკვიდრებაში. მთავარია მშვიდობა. მთავარია ახალი დინამიური პროცესის შექმნა, რომელიც ადამიანებს მშვიდობისაკენ უბიძგებს.” სოლანას თქმით, მომავალ კვირაში ის ვაშინგტონში ჩავა ახლო აღმოსავლეთის საკითხზე მოსალაპარაკებლად. ამასობაში გავრცელდა ცნობა, ისრაელის ჯარის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ბალათისა და იენინის ლტოლვილთა ბანაკების გაჩხრეკის შესახებ. ოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავება. შეტაკებებმა სულ ცოტა 9 პალესტინელისა და 1 ისრაელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 100-ზე მეტი პალესტინელი.
XS
SM
MD
LG