Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისთვის გაუგებარია რუსეთის პრესაში დაწყებული ისტერიკა შეერთებული შტატების გეგმასთან დაკავშირებით, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

როგორც ირაკლი მენაღარიშვილმა ხუთშაბათს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საქართველო შეერთებულ შტატებთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს ვინმეს ზურგს უკან. მისი შეფასებით, რუსეთის გარკვეულ წრეებში არაადეკვატურად აღიქვეს ვაშინგტონის გადაწყვეტილება, დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ფორმირებაში. მინისტრის სიტყვებით, ”შეერთებული შტატები გეგმავს ქართული არმიის რამდენიმე ქვედანაყოფის მომზადებასა და ეკიპირებას ტერორიზმთან საბრძოლველად და პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ ეს ინიციატივა არ გულისხმობს საქართველოში ამერიკის ჯარების დისლოკაციას.”
XS
SM
MD
LG