Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი ავღანეთში განთავსებული უშიშროების მრავალეროვანი ჯარისთვის მანდატის გაგრძელების მოწოდებით გამოდის.

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი ავღანეთში განთავსებული უშიშროების მრავალეროვანი ჯარისთვის მანდატის გაგრძელების მოწოდებით გამოდის.
როგორც ანანმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: [ანანის ხმა] ”მშვიდობისდამცველები უნდა წავიდნენ, როგორც კი ხელს შეუწყობენ პირობების შექმნას, ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მაგრამ ისინი არ უნდა წავიდნენ უცებ ან ნაადრევად. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ავღანეთში განთავსებულ უშიშროების მრავალეროვან ჯარებს ამჟამინდელ მანდატს გაუგრძელებენ”. ამასობაში ჩრდილოეთი ავღანეთიდან მოსული ინფორმაციით, ეთნიკური ტაჯიკების ლიდერმა ატა მოჰამედმა განაცხადა, რომ ეროვნებით უზბეკი ლიდერის, გენერალ რაშიდ დოსტუმის ექვსი ტანკი და ათობით მეომარი შეიჭრა შულგარაში, რომელიც ჩრდილოეთში ყველაზე მსხვილი ქალაქის, მაზარ-ი-შარიფის სამხრეთ დასავლეთით 75 კილომეტრში მდებარობს. ატა მოჰამედი შიშობს, რომ ბრძოლა იფეთქებს, თუ დოსტუმის მეომრები უკან არ დაიხევენ. ეს ცნობები სხვა წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. ატა მოჰამედიც და რაშიდ დოსტუმიც ავღანეთის ახალი, დროებითი მთავრობის მოკავშირეებად ითვლებიან.
XS
SM
MD
LG