Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალურმა მდივანმა სამხედრო ალიანსში


ნატოს გენერალურმა მდივანმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს არმიის, აგრეთვე ეკონომიკური და საკანონმდებლო სისტემების მოდერნიზაციის დაჩქარებისაკენ მოუწოდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს არმიის, აგრეთვე ეკონომიკური და საკანონმდებლო სისტემების მოდერნიზაციის დაჩქარებისაკენ მოუწოდა.
ამ თემაზე ჯორჯ რობერტსონმა ისაუბრა სოფიაში, სადაც ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების მომხრე ორგანიზაციის, ”ბულგარეთის ატლანტიკური კლუბის” წევრებს მიმართა. ნატოს ჯერ არ გამოუცხადებია, რომელ ქვეყნებს მიიწვევს გასაწევრიანებლად ნოემბრის სამიტზე, რომელიც პრაღაში გაიმართება. ბულგარეთის პრეზიდენტ გიორგი პარვანოვთან შეხვედრის შემდეგ რობერტსონმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის არაფერია ცნობილი ერაყზე სამხედრო იერიშის მზადების შესახებ. მისი თქმით, პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მზად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის საპასუხო ზომებისათვის, თუ ის თავშესაფარს აძლევს ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” წევრებს.
XS
SM
MD
LG