Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვიქტორ კალიუჟნის დღევანელი განცხადებით, მზადდება შეთანხმება კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების განაწილების თაობაზე,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვიქტორ კალიუჟნის დღევანელი განცხადებით, მზადდება შეთანხმება კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების განაწილების თაობაზე,
ოღონდ თავისი პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს თურქმენეთის პრეზიდენტს, საფარამურატ ნიაზოვს. თურქმენეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან კასპიის ზღვის მოსაზღვრე ხუთი სახელმწიფოს გუშინდელ შეხვედრას, რომელსაც მოსკოვმა უმასპინძლა. მათ არ განუმარტავთ დაუსწრებლობის მიზეზი. როგორც კალიუჟნიმ რადიო ”ეხო მოსკვის” უთხრა, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და ყაზახეთის სამუშაო ჯგუფები შეთანხმდნენ ზღვის ფსკერის განაწილებაზე, აგრეთვე წყლის ზედაპირის ერთობლივ ხმარებაზე. (ეს არ ეხება მომცრო სანაპირო ზონებს). მაგრამ ჯერ კიდევ უთანხმოება სუფევს ზღვის ფსკერის განაწილების დეტალებზე. კალიუჟნიმ გააკრიტიკა აგრეთვე ირანის - მისი სიტყვებით - ”კონფრონტაციული” მიდგომა. ირანმა თქვა, რომ კასპიური ნავთობის განაწილების შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე დაიწყებს ნავთობის ათვისებას.
XS
SM
MD
LG