Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის


ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები დღეს ალმატის მახლობლად შეიკრიბნენ

ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები დღეს ალმატის მახლობლად შეიკრიბნენ
და ხელი მოაწერეს დოკუმენტებს მათი ქვეყნების ეკონომიკური კავშირის ახალ ორგანიზაციად გადაქცევის შესახებ: ეს არის შუა აზიის თანამშროლობის ორგანიზაცია. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი ასკარ აყაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი იმომალი რახმონოვი და უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი აპირებენ მათ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა აზიის ერთიანი უშიშროების სივრცის შექმნით. ოთხმა ლიდერმა პირობა დადო, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას დაამკვიდრებს შუა აზიაში, სადაც ბოლო სამი წელია, ისლამისტი ექსტრემისტები გააქტიურდნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი. ხვალ ალმა-ათაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა არაოფიციალრი შეხვედრა იწყება.
XS
SM
MD
LG