Accessibility links

logo-print

ინდოეთში გრძელდება რელიგიური დაპირისპირებით გამოწვეული


ინდოეთში გრძელდება რელიგიური დაპირისპირებით გამოწვეული ძალადობის აქტები.

ინდოეთში გრძელდება რელიგიური დაპირისპირებით გამოწვეული ძალადობის აქტები.
ქალაქ აჰმადაბადის ქუჩებში განრისხებული ბრბო მაღაზიებს არბევდა და ზოგს ცეცხლს უკიდებდა. პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეთა უმრავლესობას ინდუისტები შეადგენდნენ, რომლებიც თავს ესხმოდნენ მუსლიმანების მაღაზიებს. ასევე აჰმადაბადიდან მოსული ცნობებით, ინდუისტები თავს დაესხნენ ქალაქის მახლობლად მდებარე მეჩეთს. ძალადობის ეს აქტები მოჰყვა გუშინდელ ტრაგედის, როცა მუსლიმანთა ბრბომ გუჯარათის შტატში ცეცხლი წაუკიდა მატარებლის რამდენიმე ვაგონს – მათში ინდუისტები ისხდნენ, რომელთაგან 58 ადამიანი დაიღუპა. ისინი ბრუნდებოდნენ ქალაქ აიოდიადან, სადაც ჩატარდა რადიკალი ინდუისტების შეკრება დანგრეული მეჩეთის ადგილას ინდუისტური ტაძრის ასაშენებლად. პოლიცია იუწყება, რომ მატარებლისთვის ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანით დაკავებულია 50 ადამიანი. ამ თავდასხმის შემდეგ, ინდუისტების საპასუხო თავდასხმებმა სულ ცოტა 7 მუსლიმანის სიცოცხლე შეიწირა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ათალ ბეჰარი ვაჯპაი დღეს ინდუისტებისა და მუსლიმანების ლიდერებს შეხვდა, გამწვავებული დაპირისპირების განმუხტვის მიზნით. როგორც ინდოელ მუსლიმანთა ლიდერმა, სიედ აჰმედ ბუხარიმ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველა ღონეს მიმართავენ ვითარების დასარეგულირებლად.
XS
SM
MD
LG