Accessibility links

logo-print

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, საქართველოსთვის აბსოლუტურად


ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია პანკისის ხეობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების შესვლა.

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია პანკისის ხეობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების შესვლა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი ამ მოთხოვნას არ ხსნის დღის წესრიგიდან, მაგრამ ”საქართველო უარს ამბობდა, უარს ამბობს და მომავალშიც უარს იტყვის რუსეთის სამხედრო ჩარევაზე პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარებაში, როგორი ფორმულირებაც არ უნდა მიეცეს მასო,”- განაცხადა მენაღარიშვილმა პარლამენტის სხდომაზე. მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის პანკისის ხეობის საკითხთან დაკავშირებით ამერიკელების წინადადება უფრო მისაღებია იმის გამო, რომ შეერთებული შტატები არ სთავაზობს საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალების გამოყენებას, არამედ საუბარი დახმარებაზე, რათა თბილისმა საკუთარი ძალებით გადაწყვიტოს ეს პრობლემა. მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი თანამშრომლობისათვის კარი ღიაა რუსეთისთვისაც.
XS
SM
MD
LG