Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა ღია კენჭისყრით, ერთხმად

საქართველოს პარლამენტმა ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღო სპეციალური განცხადება საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხში შეერთებული შტატების დახმარებაზე რუსეთის ოფიციალური წრეების უარყოფით გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

როგორც საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება, განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი პარლამენტარების ”გაკვირვებას იწვევს რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი და ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის რეაქცია ამერიკელი ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით”. განცხადებაში აღნიშნავენ აგრეთვე, რომ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო ”კვლავაც დამოუკიდებლად, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მასშტაბებს, ფორმებსა და ინტენსიობას”.
XS
SM
MD
LG