Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამერიკელ სამხედროთა შესაძლო გამოჩენა ცხინვალს რუსეთთან დაახლოებისაკენ უბიძგებს.

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამერიკელ სამხედროთა შესაძლო გამოჩენა ცხინვალს რუსეთთან დაახლოებისაკენ უბიძგებს.
როგორც ედუარდ კოკოითმა საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, ქართულმა მხარემ არაერთგზის უსაფუძვლოდ განაცხადა, თითქოს ჩეჩენ ბოევიკებს შეუძლიათ, სამხრეთი ოსეთის ტერიტორიასაც შეაფარონ თავი. ამიტომ კოკოითი შიშობს ”ცხინვალის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ამერიკის ჯარის ამოქმედებას”. მისი თქმით, ცხინვალში ამერიკელ სამხედროთა შეყვანის შემთხვევაში, ის რუსეთს სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე ჯარების განთავსებას შესთავაზებს.
XS
SM
MD
LG