Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელის მირიან კიკნაძის განცხადებით,

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელის მირიან კიკნაძის განცხადებით,
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჯგუფი საქართველოში მარტის მეორე ნახევარში უნდა ჩავიდეს. კიკნაძემ დასძინა, რომ მარტის შუა რიცხვებში თბილისში ჩავა ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფიც, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების საქმეში დახმარების აღმოჩენის თაობაზე საქართველო-აშშ-ის ერთობლივ პროგრამაზე მუშაობს. დღესვე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოს არმიის სამი ბატალიონის პირად შემადგენლობას მოამზადებენ ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელებისთვის, მათ შორის შესაძლოა პანკისის ხეობაშიც.
XS
SM
MD
LG