Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა


ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ილიაზ ახმადოვი დადებითად აფასებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას,

ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ილიაზ ახმადოვი დადებითად აფასებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას,
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ანტიტერორისტული შენაერთების გაწვრთნაში დაეხმაროს. რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში ახმადოვმა განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო მრჩეველთა ჩასვლა პოზიციებს გაუმყარებს საქართველოს ხელისუფლებას. [ილიაზ ახმადოვის ხმა] “მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ეს მასტაბილიზებელი ფაქტორი იქნება. ეს ჩემი აზრია, ეს არის ჩვენი პრეზიდენტისა და ჩვენი მთავრობის აზრი.” ახმადოვმა დასძინა, რომ საქართველოში ამერიკელი ჯარიკაცების ყოფნა მოსკოვს ხელს ააღებინებს პანკისის ხეობის დაბომბვაზე.
XS
SM
MD
LG