Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანრი ჯერგენიას თქმით,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანრი ჯერგენიას თქმით,
რუსეთს ჯერჯერობით არ უპასუხია რესპუბლიკის პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით გაკეთებულ განცხადებაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ასოცირებული ურთიერთობების დამყარების შესახებ. როგორც დღეს ჯერგენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სოხუმში კარგად ესმით, რომ ამ მიმართვაზე ოფიციალური მოსკოვის დადებითი რეაგირება ნაკლებად მოსალოდნელია. მისივე თქმით, აფხაზეთს თავისი სუვერენიტეტის რუსეთისთვის გადაცემა კი არ სურს, არამედ მასთან ერთად მოქმედება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, საერთო ვალუტისა და ერთობლივი საბაჟო პოლიტიკის ქონა. დღესვე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 მარტისთვის აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უკანონოა და იგი ბათილად უნდა გამოცხადდეს. საგარეო უწყების განცხადებით, იმ დროს, როცა აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ორი მესამედი რეგიონიდან განდევნილია, ხოლო დარჩენილი ქართული მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს და საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება არა აქვს, ნებისმიერი არჩევნები უკანონოა.
XS
SM
MD
LG