Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის არმია განაგრძობს ოპერაციას, რომლის მსვლელობაში, ორი დღის მანძილზე, 19 პალესტინელი და ერთი ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპნენ.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის არმია განაგრძობს ოპერაციას, რომლის მსვლელობაში, ორი დღის მანძილზე, 19 პალესტინელი და ერთი ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპნენ.
დაჭრილია ათობით პალესტინელი. ოპერაცია ჯენინთან და ნაბლუსთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში მიმდინარეობს. ეს ბანაკები ტანკებით არის გარშემორტყმული. ისრაელის სამხედრო უწყების მტკიცებით, ლტოლვილთა ბანაკები ტერორისტთა საყრდენი ბაზებია. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარება სთხოვა. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და საფრანგეთმა ისრაელს ჯარების დაუყოვნებელი გაყვანა მოსთხოვეს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს, თავი დაიცვას, მაგრამ ისრაელის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG