Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ხელისუფლებამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა


საფრანგეთის ხელისუფლებამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჰამიდ კარზაის.

საფრანგეთის ხელისუფლებამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჰამიდ კარზაის.
როგორც პარიზში გამართული მოლაპარაკების შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუბერ ვედრინმა განაცხადა, გადაწყდა, ქაბულში ყოფნის ვადა გაუგრძელდეს საფრანგეთის სამშვიდობო კონტინგენტს. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ფრანგი ჯარისკაცები ავღანეთს აპრილში დატოვებდნენ. კარზაიმ საფრანგეთს სთხოვა, ავღანეთში ფრანგი მშვიდობისდამცველების დამატებითი კონტინგენტი გაეგზავნა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. ჟაკ შირაკის თქმით, ეს საკითხი გაეროს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. დღესვე გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანეთისგან გადაიბარებს პასუხისმგებლობას ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ძალებისთვის, თუმცა დასძინა, რომ წამყვანი როლის შესრულებაზე უარს აცხადებს. ბრიტანეთმა სურვილი გამოთქვა, აპრილის მიწურულისთვის სხვა ქვეყანას გადააბაროს უშიშროების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ლიდერობა.
XS
SM
MD
LG