Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იძულებული იქნება დათანხმდეს შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევაზე საქართველოში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ცნობამ, რომ შეერთებული შტატები აპირებს საქართველოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნას უმართავ პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად, რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა თქვა, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ შეიძლება რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

არსებული ცნობებით, შეერთებული შტატები 200 სამხედრო მრჩევლის გაგზავნას აპირებს საქართველოში, რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების გასაწვრთნელად. არსებული ინფორმაციიდან არ არის ნათელი, მიიღებენ თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობას უშუალოდ ოპერაციებში. არც ის არის ცნობილი, იხილავს თუ არა შეერთებული შტატები საქართველში სამხედრო ბაზის დაარსებას, როგორც ამაზე უკვე ლაპარაკობს სრულიად დაუსაბუთებლად საქართველოს მედია.

თავდაცვის ექსპერტების თქმით, შეერთებული შტატების ძალების გაფართოებისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი ხელშემშლელი მიზეზები არსებობს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რომ საქართველში დამყარდეს სტაბილურობა. მეორე, ვაშინგტონი ცდილობს არ გააღიზაინოს რუსეთი, რომელიც საქარათველოს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

იერუსალიმში გამომავალი ელექტრონული ბიულეტენის "დებკა ფაილის" მთავარმა რედაქტორმა გიორა შამისმა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ჟან-რისტოფ პეკთან საუბარში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ძალიან გაუჭირდება საქართველში შეერთებული შტატების ოპერაციების გაპროტესტება, ვინაიდან ის დაეთანხმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, რომ ითანამშრომლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაგრამ რუსეთის სამხედროების თანხმობა არც თუ ისე ნათელია. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, განსახვავებით პოლიტიკური ლიდერებისგან, თავის დროზე კრიტიკულად განეწყო, როცა შეერთეულმა შტატებმა შუა აზიაში თავისი სამხედრო ბაზების დაარსება მოინდომა.

როგორც აღნიშნავს ექსპერტი სვანტე კორნელი ვაშიგტონის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, რუსეთის ლიდერებს შორის არავის არ ახატია გულზე ამერიკელები. მაგრამ მათ გააზრებული აქვთ, რომ თუ რუსეთს სურს იყოს ამერიკის მოკავშირე და მოიპოვოს გავლენა ნატოზე, შეუძლებელია შუა აზიაში ამერიკის ყოფნის წინააღმდეგ ლაპარაკი.

სულ სხვა საქმეა საქართველო, ამბობს კორნელი. შეერთებული შტატების ყოფნამ საქართველოში შეიძლება დაძაბოს ურთიერთობები პუტინსა და მის სამხედროებს შორის. მაგრამ, ვარაუდობს კორნელი, რუსეთს სხვა რეალური გამოსავალი არა აქვს

[კორნელის ხმა] "საქართველში ამერიკელების ჩასვლისთვის ხელშესაშლელად მათ ბევრი საშუალება არ აქვთ, თუმცა მათ შეუძლიათ ისევ გააძლიერონ ზეწოლა საქართველოზე, როგორც ამას აკეთებდნენ ბოლო წლების განმავლობაში."

ერთერთი საშუალებაა მოლაპარაკებების გაჭიანურება აჭარიდან და ახალქალაქის რაიონიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. საქართველო მათ 2-3 წელიწადშიგაყვანას მოითხოვს, რუსეთი კი, იმიზეზებს რა ფინანსურ პრობლემებს, გაცილებით უფრო მეტ ხანზე ლაპარაკობს. ამასწინათ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ კოშოვანმა, მას შემდეგ, რაც გაიგო შეერთებული შტატების საქართველში შესაძლო ოპერაციების შესახებ, თქვა, რომ მოსკოვის ვარაუდით საქარათველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას შეიძლება 14 წელი დასჭირდესო.

მოსკოვმა შეიძლება გამოიყენოს, აგრეთვე თავისი გავლენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. შარშან ივლისში რუსეთის პარლამენტმა მიიღო უცნაური კანონპროექტი, რომლისმიხედვით, პრინციპში შესაძლებელია უცხო ქვეყნის ან მისი ნაწილის რუსეთის ფედერაციაში მიღება.

ჯერჯერობით კი მოსკოვმა შეიძლება პანკისის ხეობაში ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მოითხოვოს. სწორედ ეს წინადადება წამოაყენა ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა. მისი სიტყვით, ეს მნიშვნლოვანად დაეხმარებოდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთს და კაკასიაში სტაბილურობასაც შეუწყობდა ხელს.
[ივანოვის ხმა] "მოსკოვი კვლავ იმეორებს, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოს მეგობარ ხალხს ტერორიზმის საშიშროებასთან ბრძოლაში, კავკასიაში მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად, ცხოვრებისა, რომელიც ურთიერთპატისვისცემასა და კეთილმეზლბდურ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული."

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ რუსეთი ირწმუნება, რომ პანკისის ხეობაში გარდა ჩეჩენი ბოევიკებისა, "ალ ყაიდის" მებრძოლებიცაა შეფარებული. ახლა მოსკოვს, სხვა არა დარჩენია რა, მოითხოვოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა პანკისში .
კორნელის აზრით, ამერიკელებს გაუჭირდება ამ მოთხოვნის იგნორირება, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ რა სახის თანამშროლობაზე დათანხმდება ვაშიგტონი.

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმრა ირაკლი მენაღარიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ხუთშაბათს, კატეგორიულად გამორიცხა რუსეთის მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ თქვა, რომ მზად არის განიხილოს მოსკოვის მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის სხვა ინიციატივები.
XS
SM
MD
LG