Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ცნობილი პოლიტიკოსების

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ცნობილი პოლიტიკოსების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერისათვის, ფოსტით, შხამიანი ნივთიერების შემცველი ამანათების გაგზავნის პასუხისმგებლობა, შოტლანდიელ ნაციონალისტთა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო თავის თავზე.

პარასკევს, პოლიციას ნაკლებად ცნობილი დაჯგუფების ”შოტლანდიის ეროვნული გათავისუფლების არმიის” წარმომადგენელმა დაურეკა და გააფრთხილა სახიფათო ამანათების გაგზავნის შესახებ. ეს ორგანიზაცია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან შოტლანდიის გამოსვლას მოითხოვს. ერთ-ერთი ამანათი, რომელიც ტონი ბლერის კანცელარიამ მიიღო, უშიშროების უწყებამ აღმოაჩინა. ასეთივე ამანათი შოტლანდიის პარლამენტის დეპუტატმაც მიიღო. როგორც პოლიცია ვარაუდობს, სულ, ბოროტმოქმედებმა, შხამიანი ნივთიერების შემცველი 16 ამანათი გააგზავნეს.
XS
SM
MD
LG