Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში შემავალი 54


ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში შემავალი 54 ქვეყნის ლიდერები დღეს შეთანხმდნენ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში შემავალი 54 ქვეყნის ლიდერები დღეს შეთანხმდნენ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებმა ავსტრალიაში გადაწყვიტეს – შეიმუშავონ სათანადო კანონმდებლობა. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი – ზიმბაბვეში შექმნილ ვითარებას ეხება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მოუწოდა თანამეგობრობას – უფრო მკაცრი ზომები მიიღოს ზიმბაბვეს პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეპრესიულ ზომებს მიმართავს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. საპრეზიდენტო არჩევნები ზიმბაბვეში, ცხრა და ათ მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG