Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკიდან დღეს ისრაელის ტანკები იქნა გაყვანილი.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკიდან დღეს ისრაელის ტანკები იქნა გაყვანილი.

ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებთან მომხდარი შეტაკებისას გუშინ იქ 5 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის ჯარი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკში – ბალატაში განაგრძობს სამხედრო ოპერაციას. ჯარის სარდლობა აცხადებს, რომ ლტოლვილთა ბანაკებს, ტერორისტები აფარებენ თავს. სამი დღის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ეს ოპერაციები დაიწყო, სულ ცოტა 20 პალესტინელი და 2 ისრაელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა მსოფლიო თანამეგობრობას მიმართა თხოვნით – ჩაერიოს და შეაჩეროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძალადობა. შეერთებულმა შტატებმა თავშეკავებისაკენ მოუწოდა ისრაელს. ხოლო ევროკავშირმა, პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარის დაუყოვნებლივი გაყვანა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG