Accessibility links

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაგამანადგურებელი


შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაგამანადგურებელი ხმლთაშუა ზღვაში ჩავარდა დღეს კუნძულ კრეტას სამხრეთით.

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაგამანადგურებელი ხმლთაშუა ზღვაში ჩავარდა დღეს კუნძულ კრეტას სამხრეთით.
ავიაგანადგურებელი, ავიამზიდ ”ჯონ კენედიდან” აფრენისთანავე ზღვაში ჩავარდა. ორივე მფრინავმა მოასწრო კატაპულტირება და ისინი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ ერთი – უკვე მკვდარი იყო. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით არაა ცნობილი. ”ჯონ კენედი” მორიგ სამხედრო-საწვრთნელ მეცადინეობას ატარებდა კუნძულ კრეტას სამხრეთით, როცა ეს კატასტროფა მოხდა. ავიამზიდი არაბეთის ზღვის ჩრდილოეთში მიემგზავრება, რათა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG