Accessibility links

logo-print

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მოწოდება


პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მოწოდება, შეწყდეს რეგიონში ძალადობის ესკალაცია.

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მოწოდება, შეწყდეს რეგიონში ძალადობის ესკალაცია.
ავტონომიის თავმჯდომარის, იასირ არაფატის თანაშემწემ, ნაბილ აბუ რუდეინემ რადიოსადგურ “პალესტინის ხმას” განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო დარტყმები, თავისი ჯარი გაიყვანოს თვითმმართველობის ტერიტორიებიდან და განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება. ამასთანავე, ავტონომიის ლიდერებმა ძალადობის ესკალაციაში თვით პალესტინელთა დანაშაულიც აღიარეს და დაგმეს იერუსალიმში, გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელსაც ცხრა ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ ათი ისრაელი – უმეტესად ჯარისკაცები – დაიღუპა მდინარე იორდანესა და ღაზის სექტორში მოქმედ საგუშაგოებზე თავდასხმების შედეგად. ამ თავდასხმების პასუხად ისრაელის ავიაციამ და ტანკებმა იერიში მიიტანეს პალესტინელთა ობიექტებზე, კერძოდ რამალასა და ბეთლემში მდებარე პოლიციის განყოფილებებზე. ამ იერიშების შედეგად ორი პალესტინელი პოლიციელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG