Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი და ცენტრალური აზიის, სულ


სამხრეთი და ცენტრალური აზიის, სულ ცოტა, 7 ქვეყნის რეგიონებში მიწისძვრა მოხდა.

სამხრეთი და ცენტრალური აზიის, სულ ცოტა, 7 ქვეყნის რეგიონებში მიწისძვრა მოხდა.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მიწისძვრას, სულ ცოტა, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინგრა თიხის სახლები.
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, ჩამოცვენილი აგურების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო სამმა ბავშვმა ტრავმა მიიღო დაბა მულთანში სახლის სახურავიდან ჩამოვარდნის შედეგად. მიწისქვეშა ბიძგები ლაჰორში, რავალპინდისა და პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც იგრძნობოდა. თვითმხილველთა ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა, აგრეთვე, ირანის ქალაქ ხორამაბადში, ინდოეთისა და ტაჯიკეთის დედაქალაქებში: დელისა და დუშანბეში, ყირგიზეთის ქალაქ ოშში, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში. პაკისტანის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე რიხტერის სკალით 6,5 ბალს აღწევდა, მაგრამ მიწისძვრის ეპიცენტრი, როგორც ჩანს, ზედაპირიდან საკმაო სიღრმეზე იყო, რის გამოც ზარალი უმნიშვნელო გამოდგა.
XS
SM
MD
LG