Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გუშინ საპარლამენტო


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა, არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. არჩევნების წინა დღეს საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნები მიუღებელი და უკანონოა. ამავე განცხადებაში გაეროს მისია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ზიანს მოუტანდა სამშვიდობო პროცესს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სერგეი სმეირის ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 61 პროცენტზე მეტმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმ დროს, როცა აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ორი მესამედი რეგიონიდან განდევნილია, ხოლო დარჩენილი ქართული მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს და საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება არა აქვს, ნებისმიერი არჩევნები უკანონოა.
XS
SM
MD
LG