Accessibility links

logo-print

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ


“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით,

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით,
აშშ-ის მიერ თბილისისთვის შეთავაზებული სამხედრო დახმარების ფორმა გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსება. ამასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტს უთხრა, ამ ეტაპზე უფრო ეფექტიანი იქნებოდა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგება, რის შესახებაც “გარკვეული დისკუსიები მიმდინარეობს”, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება კარგად გაწვრთნილ და შეიარაღებულ საკუთარ ძალებზე. შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეხმარება ოთხი ბატალიონისა და ერთი ასეულის მომზადებაში, რომლებიც საფუძველს ჩაუყრიან ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნას. ამერიკელ სამხედრო სპეციალისტთა პირველი ჯგუფი საქართველოში მარტის მეორე ნახევარში უნდა ჩავიდეს.
XS
SM
MD
LG