Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ბოლო ორი


აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ბოლო ორი თვის მანძილზე უმსხვილესი სამხედრო ოპერაცია,

აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ბოლო ორი თვის მანძილზე უმსხვილესი სამხედრო ოპერაცია,
რომელსაც ავღანელთა რაზმები და შეერთებული შტატების შენაერთები ერთობლივად ახორციელებენ თალიბებისა და “ალ ყაიდის” მებრძოლების წინააღმდეგ. უკანასკნელი მონაცემებით, ბრძოლაში დაიღუპნენ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და სამი ავღანელი მეომარი. დაჭრილია, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. საბრძოლო მოქმედებების რაიონში შეერთებული შტატების ავიაციამ ჩამოყარა ვაკუუმის ბომბები, რომლებსაც გამოქვაბულებისა და მიწისქვეშა სამალავების განადგურება შეუძლიათ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშში, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე იგეგმებოდა, ამერიკელთა სპეცშენაერთებთან ერთად, 1500-მდე ავღანელი მეომარი მონაწილეობს. დაზვერვის მონაცემებით, აღმოსავლეთ ავღანეთში 5000-მდე თალიბი და ტერორისტი შეიძლება იმყოფებოდეს.
XS
SM
MD
LG