Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია განაგრძობს


შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია განაგრძობს მოგზაურობას ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია განაგრძობს მოგზაურობას ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
დღეს დელეგაციის წევრები კონგრესმენ დევიდ ჰობსონის მეთაურობით, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს, ყურმანბეკ ბაკიევს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ყირგიზეთის მონაწილეობა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ანტიტერორისტულ კამპანიაში. ყირგიზეთის მთავრობის მეთაურმა ამერიკელ სტუმრებს მიმართა თხოვნით, უშუამდგომლონ ბიშკეკს კრედიტორი ქვეყნების “პარიზის კლუბის” წევრებისადმი ყირგიზეთის ვალის რესტრუქტურიზაციის საქმეში. ვალის საერთო თანხა 1,7 მილიარდი დოლარია.
XS
SM
MD
LG